გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი , გვარი, პ/ნ: __ ნათია ჭულუხაძე 18001024591
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:   დაწყებითი, I კლასი
გაკვეთილის თემა:  იაკობ გოგებაშვილის ,,თხა და გიგო“
გაკვეთილის მიზანი: კითხვის უნარ- ჩვევის განვითარება.
                                       ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
                                      ზეპირმეტყველების  განვითარება-ილუსტრაციების აღწერით.
                                       უცნობი სიტყვების ახსნით.
                                       სწორად წერის უნარ- ჩვევის განვითარება.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო(წთ)

გამოწვევის ფაზა
5
1
საორგანიზაციო საკითხები(საკლასო ჟურნალის წარმოება, ქცევის წესების გაცნობა)
ვერბალური
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი
2წთ
2
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს.
ვერბალური
მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკები.
3წთ







შინაარსის რეალიზება
25
3
პროვოცირება-მასწავლებელი მონიტორზე აჩვენებს ახალი მასალის შესაბამის ილუსტრაციებს და მოსწავლეებმა უნდა აღწერონ.( პრეზენტაცია) პრეზენტაცია
ილუსტრაციების ჩვენება
მთელი კლასი
ბუკი, პროექტორი
4წთ
4
მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო ტექსტის წაკითხვა
ტექსტის კითხვა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
4წთ
5
წუთშესვენება(გამამხნევებელი ვარჯიში)
ვარჯიში
მთელი კლასი

2წთ
6
მოსწავლეთა მიერ ტექსტის კითხვა
კითხვა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
7წთ
7
ტექსტის ანალიზი
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

4წთ
8
მარტივი წინადადებების შედგენა მოცემული სიტყვების გამოყენებით(ზარმაცი, ტყუილად.)
პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური
სამუშაო რვეული და კალამი
4წთ

რეფლექსია
4
9
შეფასება განმავითარებელი.( შეფასების რუბრიკა) შეფასების რუბრიკა
ზეპირი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა, სტიკერები.
2წთ
10
თვითშეფასება
ზეპირი
ინდივიდუალური

1წთ
11
საშინაო დავალება
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2წთ



რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
         პირველ კლასში ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  გაკვეთილის თემა იყო იაკობ გოგებაშვილის ,,თხა და გიგო“. მიზნები: კითხვის უნარ- ჩვევის განვითარება. ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ზეპირმეტყველების განვითარება-ილუსტრაციების აღწერით. უცნობი სიტყვების ახსნით. სწორად წერის უნარ- ჩვევის განვითარება.
       გაკვეთილის  დასაწყისში მოსწავლეებს  ქცევის წესების, გაკვეთილის თემის, მიზნების და შეფასების რუბრიკის შეხსენების შემდეგ  დაისვა  წინა გაკვეთილის გამოკითხვის მიზნით  მარტივი შეკითხვები.
       მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით ნაჩვენები იქნა  ასახსნელი მასალის შესაბამისი ილუსტრაციები, რამაც მოსწავლეებს ინტერესი გაუჩინა შესასწავლი მასალის მიმართ.
          ახალი მასალის ახსნის დროს ტექსტი წაიკითხა გამომეტყველებით, სათანადო ინტონაციით. მოსწავლეებს გააკეთეს გამამხნევებელი  ვარჯიში. შემდეგ მოსწავლეებმა  წაიკითხეს ტექსტი აბზაც- აბზაც  და მათთან ერთად აიხსნა  უცნობი სიტყვები. ახალი მასალის გაგების მიზნით დაისვა  რამდენიმე მარტივი შეკითხვა, გააკეთეს ტექსტის ანალიზი. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულებები და გააკეთეს დასკვნები. მოსწავლეებს მიეცათ პრაქტიკული სამუშაო, მოცემული სიტყვებისაგან უნდა შეედგინათ მარტივი წინადადებები.             
            გაკვეთილის მსვლელობის დროს და გაკვეთილის ბოლოს გამოყენებული იქნა განმავითარებელი შეფასება და სტიკერი. რამაც განსაკუთრებით გაახარა ჩემი მოსწავლეები. შეფასების შემდეგ მიეცათ საშინაო დავალება. ტექსტი  კითხვით და უცნობი სიტყვების განმარტებით. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება ზეპირად. მათ ძალიან  საინტერესოდ შეაფასეს როგორც გაკვეთილი, ასევე საკუთარი თავი.
            გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა, არ დაჭირდა კორექტირების შეტანა. ვფიქრობ გაკვეთილი საინტერესო იყო. მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ და რაც ყველაზე მთავარია, გავედით შედეგზე. მოსწავლეებმა შეძლეს  ტექსტის ,,თხა და გიგოს “ წაკითხვა, გააზრება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და მოცემული სიტყვებით მარტივი წინადადებების შედგენა.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი ;
 ქართ. დაწყ(I).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არა ვერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის (მაგ. ილუსტრაციისა და ტექსტის ) ურთიერთდაკავშირება.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  გამოაქვს დასკვნა ნაწარმოებში წამოწეულ ზნეობრივ და მორალურ         საკითხებზე/თემებზე( მაგ. სიზარმაცე ცუდია, უნდა იყო მეგობრული)  

ქართ. დაწ(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  წერს მარტივ წინადადებებს, ფრაზებს, მცირე ზომის ტექსტებს ნაცნობ თემებზე,     გასაგებად გადმოსცემს აზრს;

   
შეფასება
იხილეთ შეფასების ცხრილი:


რეფლექსია
სხვა რესურსები: დაფა ,ცარცი, ბუკი, პროექტორი, სტიკერები.
ხელმოწერა:  ნ. ჭულუხაძე

თარიღი: 26-02 2019 წელი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი